თავი 2. მართვის ელემენტები
2.6. მართვის ელემენტები, რომლებშიც მონაცემები გამოიტანება სიის სახით
 
ASP.NET-ში გამოიყენება მართვის 8 ელემენტი, რომლებშიც მონაცემები სიის სახით გამოიტანება:
  1. Select (System.Web.UI.HTMLControls.HTMLSelect) –  იქმნება სტანდარტული HTML სია;
  2. ListBox (System.Web.UI.WebControls.ListBox) – ამ ელემენტითაც იქმნება სტანდარტული HTML სია. იგი VBA და VB-ში არსებული ListBox-ის ანალოგიურია;
  3. DropDownList (System.Web.UI.WebControls. DropDownList) – ამ ელემენტითაც სტანდარტული HTML სია იქმნება. იგი ანალოგიურია VBA-ში და VB-ში არსებული ComboBox-ის;
  4. CheckBoxList (System.Web.UI.WebControls. Check-BoxList) – ამ ელემენტით იქმნება სტანდარტული HTML სია. სიის ერთი ელემენტი –  ერთი CheckBox შეესაბამება მონაცემების წყაროდან მოძებნილ ერთ სტრიქონს. ჩვენ ვიღებთ მოძებნილი მონაცემების სიას CheckBox-ის  სახით;
  5. RadioButtonList (System.Web.UI.WebControls. RadioButtonList) – ამ ელემენტით იქმნება სტანდარტული HTML სია. სიის ერთი ელემენტი შეესაბამება, ანუ ერთი RadioButton   შეესაბამება მონაცემების წყაროდან მოძებნილ ერთ სტრიქონს. ჩვენ ვიღებთ მოძებნილი მონაცემების სიას RadioButton-ის  სახით. აქ სისტემა RadioButton-ების  ჯგუფისთვის აყენებს HTML ატრიბუტს GroupName. ამრიგად, RadioButton-ები შეიძლება გავაერთიანოთ ჯგუფში და მათი ჩართვა/გამორთვა ერთმანეთთან დავაკავშიროთ;   
  6. Repaiter (System.Web.UI.WebControls.Repaiter) –  გაჩუმებით ეს ელემენტი ფორმაზე უხილავია. იგი იმეორებს მართვის სხვა ელემენტში არსებულ მონაცემებს;
  7. DataList (System.Web.UI.WebControls.DataList) – ამ ელემენტით მოძებნილი მონაცემები გამოიტანება ცხრილის სახით. შეიძლება მონაცემების დამუშავება  ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად;  
  8. DataGrid (System.Web.UI.WebControls.DataGrid) – ეს სრულფუნქციონალური მართვის ელემენტია, რომელშიც მონაცემები გამოიტანება ცხრილის სახით. იგი  ორიენტირებულია მონაცემების ობიექტებში DataView-თან, DataSet-თან, DataReader-თან ან კოლექციებში არსებულ მონაცემებთან სამუშაოდ. მართვის ელემენტში მიღებული ინფორმაცია HTML ცხრილის ანალოგიურია. აქ შეიძლება მონაცემების დახარისხება და სხვა ოპერაციების შესრულება.  
  9. GridView (System.Web.UI.WebControls. GridView) –  DataGrid-ის ანალოგიურად სრულფუნქციონალური მართვის ელემენტია, რომელშიც მონაცემები გამოიტანება ცხრილის სახით. DataGrid-ისგან განსხვავებით ყველა ოპერაციის (ბაზიდან მონაცემების ამორჩევა, ცვლილებების შეტანა ბაზაში, მონაცემების დახარისხება მართვის ელემენტში) შესრულება ვიზუალური დაპროექტების რეჟიმში ხორციელდება მომხმარებლის მიერ პროგრამული კოდის შექმნის გარეშე.
მართვის ელემენტების მონაცემების წყაროსთან იტერაციული დაკავშირების თვისებები/ცხრ. 2.4./

თვისება        
       აღწერა
DataTextField         
გვიჩვენებს მართვის ელემენტში გამოსატანი მონაცემების წყაროში არსებული ველის ან სვეტის ტექსტურ მნიშვნელობას. მაგ., CheckBox-ის ან RadioButton-ის  დასახელებები
DataValueField
გვიჩვენებს მართვის ელემენტში გამოსატანი მონაცემების წყაროში არსებული ველის ან სვეტის Value-ს ტიპის მნიშვნელობას
DataTextFormatString
ველს ან სვეტს მიეცემა ფორმატიზაციის ატრიბუტები
DataMember
შეიცავს მართვის ელემენტთან დასაკავშირებელი სტრიქონების ერთობლიობას. მაგ., ცხრილის სახელი DataSet ობიქტთან დაკავშირების დროს
მართვის ელემენტების მონაცემების წყაროსთან   იტერაციული დაკავშირების მეთოდები/ცხრ. 2.5/
თვისება        
       აღწერა
DataBind
მართვის ელემენტში იწერება  წყაროდან მოძებნილი მონაცემები
FindControl
ამ თვისების გამოყენება ეფექტურია მაშინ, როცა საჭიროა შემოწმებულ იქნეს მონაცემების მნიშვნელობა სხვა ელემენტში.  როგორც წესი, ეს თვისება გამოიყენება DataBinding მოვლენისთვის
მართვის ელემენტების მონაცემების წყაროსთან   იტერაციული დაკავშირების მოვლენები /ცხრ. 2.6/
თვისება        
       აღწერა
DataBinding 
გენერირდება DataBind მეთოდით მართვის ელემენტის ნებისმიერ სტრიქონში მონაცემების ჩაწერის დროს
SelectedIndexChanged
გენერირდება ამორჩეული ელემენტის ცვლილების და გვერდის სერვერზე გაგზავნის დროს

იტერატიული დაკავშირების  მონაცემების წყაროები
Collection – დაკავშირება ხორციელდება DataSet-ში არსებულ ან კლიენტის მიერ შექმნილ და შევსებულ ცხრილების კოლექციასთან, ან მაგ კოლექციასთან Requerst.Form;
ArrayyList – შეიცავს მნიშვნელობათა სიას. ამ წყაროთი ადვილად ფორმირდება ერთგანზომილებიანი მასივები;
HashTable – ელემენტების გამოცნობა გასაღებით ხორციელდება. სიის ნებისმიერი ელემენტი შეიცავს Key-ს და Value-ს. ეს წყარო იდეალურია ListBox-ის შესავსებად.
DataView – შეიცავს მონაცემების ბაზიდან ამორჩეულ და მონაცემებით შევსებულ DataTable-ს ობიექტის სტრიქონებს;
DataSet – შეიცავს მონაცემების ბაზიდან ამორჩეულ ერთ ან ერთზედ მეტ DataTable-ს ობიექტს. DataSet იზოლირებული ობიექტია, რომლითაც მოხერხებულია მონაცემების გადაცემა დანართებს შორის. მის თვისებაში DataMember მიეთითება ცხრილი, რომელთანაც მართვის ელემენტი კავშირდება;
DataReader – უზრუნველყოფს ერთმიმართულებიან ძებნას. მართვის ელემენტთან დაკავშირების დროს DataReader-ის მოქმედება DataView-ის იდენტურია.

მონაცემების და გამოსახულების ფორმატიზაცია DataBinder.Eval მეთოდით
მეთოდის DataBinder.Eval გამოსაყენებლად სამი პარამეტრია საჭირო, რომელთაგან ბოლო, არააუცილებელი პარამეტრი გამოიყენება ფორმატიზაციის ატრიბუტების მისაცემად. magaliTad <%#DataBinder.Eval(Container.DataEltem, “dabtarigi”, “{0:d}”) %>. აქ “dabtarigi” ველის დასახელებაა, ხოლო “0:d” გვიჩვენებს dd/mm/yyyy ტიპის თარიღის ფორმატს. ცხრ.2.7-ში ნაჩვენებია სისტემაში მიღებული ფორმატიზაციის ატრიბუტების ჩაწერის წესი.
                               ცხრილი 2.7.

რიცხვითი ფორმატები
ფორმატიზაციის სიმბოლო
       აღწერა
მაგალითი
C ან c        
ფულადი ერთე-ულების ფორმატი
$1,234.60,  ($28.15)
D ან d
ათობითი ფორმა-ტი
205, 1734, -65
E ან e        
ექსპონენციალური ფორმატი
3.46E+21, -1, 2e+3, 3.003E-15
F ან f        
ფორმატი ათობი-თი წერტილით
34.300, 0.230
G ან g
საერთო ფორმატი
ფაქტობრივ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული
N ან n
რიცხვითი ფორმატი
3, 456.23, 12.65,    -1.534
P ან p
პროცენტის ფორმატი
45.6%, -10%
X ან x
თექვსმეტობითი ფორმატი
&H5f76, ფაქტო-ბრივ მნიშვნელო-ბაზეა დამოკიდებული
თარიღისა და დროის ფორმატი
თარიღისა და დროის ფორმატი
d
თარიღის მოკლე ფორმატი
M/d/yyyy
D
თარიღის გრძელი ფორმატი
dddd,MMMM dd, yyyy
f         
თარიღის გრძელი ფორმატი და დროის მოკლე ფორმატი
dddd,MMMM dd, yyyy HH:mm  aa
F
თარიღისა და დროის გრძელი ფორმატი
dddd,MMMM dd, yyyy HH:mm:ss  aa
g
თარიღის  და დროის მოკლე ფორმატი
M/d/yyyy HH:mm:ss
G
თარიღის მოკლე ფორმატი და დროის გრძელი ფორმატი
M/d/yyyy HH:mm:ss aa
M ან m
თვე და დღე
MMMM dd
R ან r
ფორმატი RFC1123
ddd,dd MMM yyyy HH:mm:ssGMT 
s
დახარისხებადი ISO 8601 ფორმატი, რომელიც იყენებს უნივერსალურ დროს
yyyy-MM-dd HH:mm:ss
t
დროის მოკლე ფორმატი
HH:mm aa
T
დროის გრძელი ფორმატი
HH:mm:ss aa
u
დახარისხებადი ISO 8601 ფორმატი, რომელიც იყენებს ადგილობრივ დროს        
yyyy-MM-dd HH:mm:ss
U
თარიღის/დროის უნივერსალური დახარისხებადი ფო-რმატი
dddd, MMMM, dd, yyyy HH:mm:ss
Y ან y
წელი და თვე
MMMM, yyyy
ცხრილში 2.8 მოტანილი სიმბოლოები გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობების ფორმატიზაციისთვის. მაგ., “00#.##” გამოყენება 1.2345 რიცხვისთვის იძლევა “001.23”. დადებითი, უარყოფითი რიცხვებისთვის და ნულისთვის ფორმატები გამოყოფილი უნდა იქნენ წერტილ-მძიმით. “00#.##; (00#.##);[0]” -1.2345 რიცხვისთვის მოგვცემს “(001.23)”, ხოლო ნული მნიშვნელობისთვის –  “[0]”. 
 ცხრილი 2.8

ფორმატიზაციის სიმბოლო        
       აღწერა
0
თუ ციფრი არ არის, მაშინ რიცხვის დასაწყისში ან რიცხვის ათობითი ნაწილის ბოლოს იწერება ნული
#
იწერება ციფრი
.
გამოსახავს ათობით წერტილს
,
რიცხვში ტრიადებს გამოყოფს მძიმით
%
გამოსახავს პროცენტის ნიშანს        
E+0,E-0,e+0, e-0
გამოიხატება ექსპონენციალური სახით
 \        
შემდეგი სიმბოლო გამოისახება როგორც ლიტერალი. იგი არ აღიქმება ფორმატიზაციის სიმბოლოდ
’ ან ‘
სიმბოლოების ნებისმიერი მიმდევრო-ბა მოთავსებული ბრჭყალებში (“ “) ან აპოსტროფებში (‘ ‘) აღიქმება  როგორც ლიტერალების ერთობლიობა
;
ფორმატიზაციის სტრიქონში გამო-იყოფა სექციები დადებითი, უარყოფითი რიცხვების და ნული მნიშვნელობისთვის